თეგებით ძიება

„ზუსტად ასე დაიწყო რუსეთმა, თავდაპირველად არც იქ იყო სანქციები, თუმცა კანონის მიღების შემდეგ გაავრცელა მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც“ - ხმალაძე

„ზუსტად ასე დაიწყო რუსეთმა, თავდაპირველად არც იქ იყო სანქციები, თუმცა კანონის მიღების შემდეგ გაავრცელა მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც“ - საინფორმაციო სააგენტო Tia.ge პოლიტიკის ანალიტიკოსს ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა და კითხვები დაუსვა მმართველი პარტიის მიერ სადაო კანონპროექტის რეინიცირებასთან დაკავშირებით

„ახალს ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა, რაც შარშან ვთქვი, რადგან ეს არის იგივე კანონპროექტი. მდინარაძემ თქვა, რომ ერთადერთი რაც შევცვალეთ ესაა სიტყვა აგენტის ჩანაცვლება. ეს კანონი ეხება ნებისმიერ ორგანიზაციას, იურიდიულ პირს, სამეწარმეო სუბიექტს, არასამთავრობოს თუ მედია საშუალებას. სამეწარმეო სუბიექტის საქმიანობა კონფიდენციალურია და ამ ფინანსურ ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ საგადასახადო სამსახურს აქვს. რომელსაც არ აქვს უფლება გაასაჯაროოს ეს ინფორმაცია, რადგან ამით ირღვევა კონკურენციის პრინციპი და წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან. მედია მაუწყებლების დაფინანსება აბსოლუტურად გამჭირვალეა, ისინი ყოველწლიურად აქვეყნებენ ამ მონაცემებს - ამიტომ გაუგებარია ამ კანონის მოქმედებას რატომ ავრცელებენ მასზე“ - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე. ის ასევე დასძენს რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება გამჭირვალეა და ამ კანონის საჭიროება არ დგას: „რაში ხარჯავენ ფულს არასამთავრობოები ეს მხოლოდ მისი დონორის და საგადასახადო სამსახურისთვისაა საინტერესო, სხვა მხრივ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა ყოვლად მიუღებელია. ხელისუფლება აცხადებს რომ ეს NGO-ების მიერ დაფინანსების მიღებას ხელს არ შეუშლის, კანონპროექტში დღეს ნამდვილად არ წერია მსგავსი რამ, მაგრამ ზუსტად ასე დაიწყო რუსეთმა, თავდაპირველად არც იქ იყო სანქციები, თუმცა კანონის მიღების შემდეგ გაავრცელა მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც. ანუ სანქციები შეეხებოდა არა მხოლოდ ორგანიზაციას, არამედ მასთან აფილირებულ პირებსაც და თანამშრომლები ცხადდებოდნენ უცხოეთის აგენტებად. მარალი ალბათობით ამ გზით მიდის ხელისუფლებაც, რადგან თუ ეს არ ამოძრავებს მაშინ ამ კანონის მიღებას აზრი არ აქვს“.

„ამ კანონს ექნება განვითარება, როგორიც იყო რუსეთში. მოგვიანებით დაამატებენ სანქციებს. აშშ-ის კანონში სულ სხვა რამ წერია. ამერიკულში დაკონკრეტებულია არამეგობრული ქვეყნები და მათი სახელმწიფო ორგანოებიდან იზღუდება დაფინანსება. თუ სახელმწიფო არამეგობრული სტატუსით არ სარგებლობს მათ არ ეხებათ ეს კანონი“ - ამბობს ანალიტიკოსი.

ესაუბრა გიორგი აბულაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა