თეგებით ძიება
05. 04. 2024 მსოფლიო

ნიუ-იორკში მიწისძვრა მოხდა

აშშ-ში, ნიუ-იორკში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულის შესახებ „ეიბისინიუსი“ იტყობინება.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნიუ-ჯერსიში იყო.

მიწისძვრას ნიუ-იორკის გუბერნატორი ქეით ჰოუჩელი გამოეხმაურა და თქვა, რომ მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა კონექტიკუტსა და ვესტჩესტერშიც.

„ჩემი გუნდი აფასებს მომხდარს. საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით“, - აცხადებს გუბერნატორი.

როგორც ამერიკული მედია იტყობინება, მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. 

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა