"არსენალის" ვარსკვლავი, ოლექსანდრ ზინჩენკო გამოძახების შემთხვევაში, მზად არის უკრაინაში საბრძოლველად წავიდეს - BBC
საფეხბურთო კლუბ "არსენალის" ვარსკვლავი, ოლექსანდრ ზინჩენკო გამოძახების შემთხვევაში, მზად არის კლუბიდან წავიდეს და უკრაინაში იბრძოლოს, - ამის შესახებ უკრაინელმა ფეხბურთელმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
27 წლის ფეხბურთელმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევს კიდევ ნახევარი მილიონი ჯარისკაცის მობილიზება მოუწევს. ზელენსკიმ უკვე მოაწერა ხელი ახალ კანონს, რომელიც სამხედრო გაწვევის ასაკს 27-დან 25 წლამდე ამცირებს.
ოლექსანდრ ზინჩენკო ლონდონის "არსენალში" 2022 წლიდან თამაშობს. "არსენალის" ვარსკვლავს უკრაინის დახმარების ფონდში 1 მილიონი ფუნტი აქვს ჩარიცხული.