ნიუ იორკის ციხეში ექვს პატიმარს რელიგიური საბაბით, მზის დაბნელების ნახვის საშუალებას მისცემენ
აშშ-ში, ნიუ იორკის შტატის ციხეში ექვს პატიმარს მომავალი კვირის მზის დაბნელების ნახვის საშუალებას მისცემენ.
პატიმრებმა დაწესებულების გამოსასწორებელ დეპარტამენტს მას შემდეგ უჩივლეს, რაც ციხის ადმინისტრაციაში გადაწყვიტეს, რომ პატიმრებს ბუნებრივი მოვლენის ყურების საშუალებას არ მისცემდნენ.
პატიმრები ფედერალურ სარჩელში ჩიოდნენ, რომ ადმინისტრაციის გადაწყვეტილება მათ რელიგიურ უფლებებს ზღუდავდა. სარჩელში წერენ, რომ მზის დაბნელება სხვადასხვა რელიგიისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, როდესაც ხალხი იკრიბება და მოვლენას აღნიშნავს.
8 აპრილს ჩრდილოეთ ამერიკაში სრული მზის დაბნელების დანახვა იქნება შესაძლებელი. ამასთანავე, კონტინენტურ აშშ-ში მომდევნო მზის დაბნელების ნახვა 2044 წლამდე ვეღარ იქნება შესაძლებელი.
წყარო: ტაბულა