აბჯარი ავისხათ და მოვემზადოთ დიდი ცემა-ტყეპისთვის - არც ეს კანონი უნდა მივაღებინოთ - ალეკო ელისაშვილი
პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რუსულია. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ უნდა გაატანინოს.
„აბჯარი ავისხათ და მოვემზადოთ დიდი ცემა-ტყეპისთვის, დიდი ბრძოლა და ვნებათაღელვა გველის - იმაზე უარესი, რაც იყო, რადგან ახლა უფრო გაშმაგებით არიან მობილიზებულები. არც ეს კანონი უნდა მივაღებინოთ, თუ აქცია იქნება საჭირო, უნდა გამოვიდეთ. ქუჩაში თუ იქნება გასასვლელი, უნდა გავიდეთ. თუ საჩხუბარი იქნება, უნდა ვიჩხუბოთ. პარლამენტში საჩხუბარი იქნება, უნდა ვიჩხუბოთ, რადგან ამათ არაფერი ესმით“,- განაცხადა ელისაშვილმა.