ნიუ-იორკის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
ჯონ კენედის აეროპორტმა (JFK) და ნიუარკის აეროპორტმა ნიუ-იორკის შტატში მიწისძვრის შემდეგ, შეაჩერეს ფუნქციონირება და მიმდინარეობს შესაძლო ბიძგების შეფასება, განაცხადა შტატის გუბერნატორმა ქეთი ჰოჩულმა ბრიფინგზე.
"მინდა გაცნობოთ, რომ JFK-ისა და ნიუარკის აეროპორტებმა სრულად შეაჩერეს მუშაობა. მიმდინარეობს შესაძლო შედეგების შეფასება", - განაცხადა ჰოჩულმა.
აღნიშნულია, რომ ლაგარდიას აეროპორტი არ დაზიანებულა.
NY1-ის ცნობით, JFK-ზე გადაიდო 95 რეისი, ნიუარკში კი 191 რეისი.