7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარებას ზეიმობს
მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის, ერთ-ერთს, ხარებას აღნიშნავს. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღსასწაულო წირვა შესრულდება.
ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი, რომელსაც უწოდებდა ემანუელს, რაც ნიშნავს “ჩვენთან არს ღმერთი”.
წყარო: dogma.ge