თეგებით ძიება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე მიზანმიმართული თავდასხმაა, ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟია - ჰელსინკის კომისია

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის სენატის ხელმძღვანელობა საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან დაინიცირებას გამოეხმაურა.

„ეს საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე მიზანმიმართული თავდასხმაა, მისი ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟია და ქართველი ხალხის მიერ დიდი ძალისხმევით მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფაა. ეს კანონპროექტი რუსული კანონმდებლობით არის შთაგონებული და მისი მსგავსია. შემთხვევითი არ არის, რომ მისი თავიდან დაინიცირება რეგიონში მსგავსი კანონმდებლობის უფრო ფართო გავრცელების ფონზე ხდება. შემაძრწუნებელია, მაგრამ გასაკვირი არ არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ისევ ამ გზით წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას აგრძელებს“, - ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

„ჩვენ საქართველოს ხელმძღვანელობას მოვუწოდებთ, რომ ეს კანონპროექტი მიატოვოს და ლიბერალურ-დემოკრატიულ ტრაექტორიასა და მისი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს დაუბრუნდეს“, - აცხადებენ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ბენ კარდინი და სენატორი, როჯერ ვიკერი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა