ქუთაისში "გოლიათი" ბავშვი დაიბადა
ქუთაისში "გოლიათი" ბავშვი დაიბადა. პატარა მელისა 4, 950 კილოგრამს იწონის.
ბავშვი ახალ, N2 სამშობიარო სახლში დაიბადა. შვილი და დედა, მელანო ჩირგოლიანი თავს კარგად გრძნობენ.
"უდიდესი მადლობა სოფო ექიმს, უდიდესი ძალა და რწმენა ჩამინერგა, დავიჯერე რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა. მის მიმართ ჩემი მადლიერება უზომოა",-ამბობს გოლიათი ჩვილის დედა მელანო ჩირგოლიანი.