სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
საარჩევნო უბნები დილის 7:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა 22:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
პირველადი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე გამოქვეყნდება.
სლოვაკები არჩევანს ოპოზიციის კანდიდატ, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ივან კორჩოკსა და მმართველი კოალიციის წევრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, პეტერ პელეგრინის შორის გააკეთებენ.
ცნობისთვის, 23 მარტს გამართულ სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ივან კორჩოკმა გაიმარჯვა.