ამუკა მდინარაძე - „სირცხვილიას“ განცხადების „სქრინი“ ვნახე და მართლა სირცხვილია, რა დოზით ატყუებენ საზოგადოებას
დღეს ე.წ. „სქრინი“, ფოტო ვნახე, „სირცხვილიას“ განცხადების და მართლა სირცხვილია, რა დოზით ატყუებენ საზოგადოებას და ახალგაზრდებს. ისინი ამბობენ, რომ თურმე, 14 ქვეყანას ახლა შეუძლია, რომ კანდიდატის სტატუსი ჩამოგვართვას. მსგავსი პროცედურა არ არსებობს, უბრალოდ ატყუებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო კამპანიაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, „სირცხვილია“ ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და დაარწმუნოს, რომ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს ჩამოართმევს, რისი პრეცედენტი და პროცედურაც არ არსებობს.
„ერთადერთი პროცედურა, რაც მახსოვს, კანდიდატი კი არა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების 4/5 თუ დააყენებს ასეთ საკითხს, მაშინ, ნახევარზე მეტს შეუძლია, თუ სწორად მახსოვს, შეუჩეროს ქვეყანას ხმის უფლება, ოღონდ, წევრ ქვეყანაზეა საუბარი და ესენი ამბობენ კანდიდატზე, რომლის პრეცედენტი, პრაქტიკა და მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს. მსგავსი არაფერი არსებობს, რომ კანდიდატის სტატუსი ჩამოერთვას რომელიმე ქვეყანას. ატყუებენ ხალხს, აპირებენ რომ ჩამოგვართვანო, საკითხი დადგაო. ხომ მოუსმინა ათმა კაცმა, ფიქრობენ, რომ 9 კაცმაც რომ გამორიცხოს, იმ ერთ კაცს რომ დააჯერეს და აღაშფოთეს ასეთ სიბინძურეში შედიან. ახალგაზრდებს მივმართავ - წარმოიდგინეთ, რა გაკადრეს ხალხო, შარშან. ჩვენს მომავალ თაობას რა აკადრეს შარშან და წელსაც რას აკადრებენ, რომ აგერ, პროცედურა იწყებაო, პრაქტიკულად უწერია „სირცხვილიას“ და სხვათა შორის, ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული ეს ორგანიზაცია. ასე უსირცხვილოდ, „სირცხვილია“ ატყუებს, რომ თითქოს ასეთი პროცედურა ან პრეცედენტი არსებობს კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევის, რაც ცალსახად უბინძურესი ტყუილია, რაც გამორიცხულია.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.