ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ახალი ეტაპისთვის „ჰამასი“ კაიროში დელეგაციას გაგზავნის
„ჰამასის“ განცხადებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ახალი ეტაპისთვის კაიროში დელეგაციას გაგზავნის.
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოთხოვნებთან დაკავშირებით უკან დახევას არ აპირებს, თუმცა კაიროში 7 აპრილს გასამართი მოლაპარაკებებისთვის დელეგაციას გაგზავნის, რომელსაც „ჰამასის“ ლიდერის მოადგილე, ხალილ ალ-ჰაია უხელმძღვანელებს.
„მოთხოვნებია: ცეცხლის სრული შეწყვეტა, ღაზის სექტორიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა, იძულებით გადაადგილებული პირების თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნება, გადაადგილების თავისუფლება, მათი ჰუმანიტარული დახმარებითა და თავშესაფრით უზრუნველყოფა და მძევლების გაცვლის სერიოზული შეთანხმება“, - ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.