ბელგოროდში სარაკეტო დარტყმების შედეგად საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა
ბელგოროდში სარაკეტო დარტყმების შედეგად საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.
ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე 12 საცხოვრებელი კორპუსი, კლინიკა, კომერციული საწარმო, სპორტული კომპლექსი და 3 ავტომობილი დაზიანდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს დილით, ბელგოროდი უკრაინის სარაკეტო დარტყმების ქვეშ მოექცა და თავდაცვის ძალებმა RM-70 სარაკეტო სისტემიდან გაშვებული 10 ჭურვი ჩამოაგდეს.