100,000-მდე დემონსტრანტი ბუდაპეშტში ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ გამოვიდა
დღეს, ბუდაპეშტი უნგერთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ მასშტაბური მსვლელობა გაიმართა. სხვადასხვა ინფორმაციით დემონსტრანტთა რიცხვი 100,000-მდე იყო
როგორც „როიტერსი“ წერს მსვლელობაში ათი ათასობით ადამიანი მონაწილეობდა, რომელიც ვიქტორ ორბანის მთავრობას აპროტესტებდა.
მათივე ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეები უნგრეთის პარლამენტისკენ გაემართნენ, ზოგიერთი მათგანი კი სკანდირებდა: „არ გვეშინია“ და „ორბანი გადადგეს!“
საპროტესტო მსვლელობას პეტერ მაგიარი მიუძღებოდა, რომელიც უნგრეთის იუსტიციის მინისტრის ყოფილი მეუღლეა და რომელსაც მედია ვიქტორ ორბანის პარტიაში „ფიდესში“ საკმაო კავშირების მქონე პირად ასახელებს.
მაგიარი ფართოდ ცნობილი თებერვალში გახდა, როდესაც მან ორბანის ხელისუფლების მუშაობის შესახებ კრიტიკული განცხადებები გააკეთა. მან ანტალ როგანი, მინისტრი, რომელიც ორბანის ოფისს ხელმძღვანელობს, ცენტრალიზებული პროპაგანდისტული მანქანის მართვაში დაადანაშაულა.