თეგებით ძიება
07. 04. 2024 მსოფლიო

სლოვაკეთის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი გახდა

სლოვაკეთის პრეზიდენტი მმართველი კოალიციის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარე, პეტერ პელეგრინი, გახდა. მან ხმების 53% მიიღო და დაამარცხა კონკურენტი, ოპოზიციის კანდიდატი, პროდასავლელი ივან კორჩოკი, ყოფილი დიპლომატი.

საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტური სლოვაკეთში გუშინ ჩატარდა. პირველ ტურში კი, რომელიც 23 მარტს გაიმართა, ივან კორჩოკმა გაიმარჯვა.

როგორც BBC წერს, პელეგრინი პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს მოკავშირეა და იზიარებს მის დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. სლოვაკეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე იყო მანამ, სანამ ფიცოს ხელისუფლებაში მოვიდოდა იმ დაპირებით, რომ სლოვაკეთის არმია უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას შეაჩერებდა. BBC-ის თქმით, პელეგრინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ უკრაინამ საბოლოოდ დაკარგა მხარდაჭერის ერთი ხმა ბრიუსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა