თეგებით ძიება

ავარია იმერეთში - მიკროავტობუსი, რომელსაც უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა, გზიდან გადავიდა და არხში ჩავარდა

იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელი ნახახულევთან ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა.

„სფეისნიუსის“ ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომელსაც უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა, გზიდან გადავიდა და არხში ჩავარდა. დაშავებულია ათამდე ადამიანი.

ტურისტები ლიტვიდან არიან. დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაჰყავთ. მსხვერპლი არ არის.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამედიცინო ბრიგადები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა