უნგრეთში ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
უნგრეთში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.
„როიტერის“ ცნობით, აქციის ორგანიზატორი იურისტი პიტერ მადიარი იყო, რომელიც ადრე ხელისუფლებასთან იყო დაახლოებული, ცოტა ხნის წინ კი პოლიტიკური მოძრაობა ჩამოაყალიბა.
აქციის მონაწილეები, პრემიერის გადადგომის მოთხოვნით, მარშით პარლამენტთან მივიდნენ. ისინი სკანდირებდნენ, რომ „არ ეშინიათ“. აქციის მონაწილეების ნაწილი უნგრეთის დროშის ფერებში იყო ჩაცმული.
„ჩვენ საკუთარ ქვეყანაში არავის დაქვემდებარებაში არ მოვექცევით“, – განაცხადა მადიარმა აქციის მიმდინარეობისას.
მადიარი საზოგადოებისთვის ცნობილი თებერვალში გახდა, როდესაც ორბანის მთავრობის წინააღმდეგ ღიად გააკეთა კრიტიკული განცხადებები.