ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ქალი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
სამტრედიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და გარდაცვლილის მეუღლე, ნატო ხელაძე პატიმრობაში დატოვა.
მას გამოძიება თავდაპირველად ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, თუმცა საგამოძიებო უწყებამ ბრალი დაუზუსტდა და ახლა ცრუ ჩვენებას ედავება.
როგორც დაკავებულის უფლებადამცველი მაგდა კოტრიკაძე განმარტავს, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
"ვითხოვდით, რომ აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულიყო და ნატო ხელაძის მიმართ არ ყოფილიყო გამოყენებული არც ერთი სახის აღმკვეთი ღონისძიება. სამწუხაროდ, ნატო ხელაძის სისხლის სამართლის საქმეს დაემატა კიდევ ერთი დაუსაბუთებელი და არასამართლიანი გადაწყვეტილება. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და კვლავ დატოვა პატიმრობაში. ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ", - განაცხადა ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ.