თეგებით ძიება

მეწყერი არ გეგონოთ. მანგანუმის უკონტროლო, დაუშვებელი წესით მოპოვების შედეგია - ალექსანდრა აროშვილი შუქრუთის ფოტოს აქვეყნებს

სოციალური ქსელის მომხმარებელი ალექსანდრა აროშვილი ჭიათურის მუნიციპალიტის სოფელ შუქრუთში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და კომენტარს ურთავს:

საქართველო, 2024. სოფელი შუქრუთი. მეწყერი არ გეგონოთ. ეს არის მანგანუმის უკონტროლო, დაუშვებელი წესით მოპოვების შედეგი - წერს აროშვილი.

ცნოობისთვის, 24 დღეა, ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მოსახლეობა იბრძვის, რომ სახლებთან ერთად ხალხი ცოცხლად არ დაიმარხოს. მანგანუმის მიწისქვეშა მოპოვებით შუქრუთში სახლები წინა წლებშიც ზიანდებოდა და ინგრეოდა კიდეც, თუმცა ასეთი მასშტაბური საფრთხე სოფელში აქამდე არ ჰქონიათ. 

„ხალხი სოფლის მეურნეობით ვირჩენთ თავს და მინდორიც აღარაა უკვე. მეზობლის ძროხა ჩავარდა ნაპრალში. ის გზაც ჩაინგრა, ნაკვეთებთან რითაც მივდიოდით. ყველაფერი გატყევდება. სოფელს დავეხმაროთო და კი არ გვეხმარებიან, გვანგრევენ, იძულებულს გვხდიან წავიდეთ აქედან და ლტოლვილებად ვიქცეთ“, - მანანა კუპატაძის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, საკარმიდამო ნაკვეთთან ერთად, „ჯორჯიან მანგანეზს“ 87 ათას ლარად აქვს შეფასებული. დაზარალებულმა ამ თანხის მიღებაზე უარი თქვა: „87 ათას ლარად სახლს ავაშენებ დღეს მე? ამიტომ არ დავთანხმდი, ერთი თეთრიც არ ამიღია. 1990-იან წლებში ავაშენეთ მე და ჩემმა მეუღლემ. ნახევრად მშივრები ვიყავით, ისე ავაშენეთ და ბოლომდე დღემდე არ გვაქვს გაკეთებული. და ახლა ეს ჩემი ნაწვალები უნდა დამინგრიოს „ჯორჯიან მანგანეზმა“.

განაგრძეთ კითხვა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა