თეგებით ძიება
08. 04. 2024 ვიდეო

"3 დიდი პარკი გაავსო, საფლავიდან იპარავს ყვავილებს და მერე ყიდის" - რა კადრები ვრცელდება სასაფლაოდან?

სოციალურ ქსელში შოკისმომგვრელი ვიდეომასალა ვრცელდება. კადრებში ჩანს, როგორ მიაქვს ყვავილები ახალგაზრდა ქალს სასაფლაოდან მანქანისკენ. თვითმხილველები წერენ, რომ დაკრძალვიდან 20 წუთში უცნობი ქალბატონი ადგილზე მივიდა და ყვავილები ხელახალი გაყიდვის მიზნით წაიღო.

“საფლავიდან იპარავს ყვავილებს და მერე გაყიდის! გასვენება იყო, რომ მივედი და როგორც კი ჭირისუფალი წავიდა, 20 წუთში მოადგა ეს ქალბატონი. თავიდან არც მიფიქრია, რას აკეთებდა, თორემ პროცესსაც გადავიღებდი. სულ სათითაოდ აარჩია ყვავილები. 3 დიდი პარკი გაავსო. თუ ვინმე ახლოს გაივლიდა, ჩერდებოდა, ვითომც არაფერი.” – წერს თვითმხილველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა