ვინ არის ბოჭორმის ქუჩაზე დაღუპული მესამე ადამიანი?
გენერალი გოგი თათუხაშვილი ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ფაქტს 2008 წლის ომის გმირი, პოლკოვნიკი იური ლომიძე შეეწირა.
თათუხაშვილი ოჯახსა და ლომიძის თანამოსამსახურეებს უსამძიმრებს და წერს:
„სამწუხაროდ კოდორის სპეცოპერაციის დაღუპულ მონაწილეთა რიცხვს კიდევ ერთი პროფესიონალი სამხედრო, პოლკოვნიკი იური ლომიძე შეეწირა. 2008 წლის ომის გმირი. კიდევ ერთხელ ვწუხვარ ღირსეული ქართველი ოფიცრის დაღუპვის გამო,- წერს გოგი თათუხაშვილი.
ცნობისთვის, თბილისში, ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩაზე მაღაზია „ბეთლ გრაუნდის“ სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა სამი ადამიანი. დაშავდა 4 მოქალაქე. მესამე ადამიანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
გარდაცვლილთაგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დაშავებული პირებიდან ორი მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, ხოლო ერთი, მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ თანამშრომელი.