ტრამპს სურს, აიძულოს უკრაინა, რომ რუსეთს ყირიმი და დონბასი დაუთმოს - The Washington Post
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კერძო საუბრებში ამბობს, რომ კვლავ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის აიძულებს უკრაინის ხელისუფლებას, რომ რუსეთს გარკვეული ტერიტორია დაუთმოს. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post იუწყება, რომელიც სტატიას რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს.
კერძოდ ტრამპის გეგმა იმაში მდგომარეობს, როიმ კიევზე ზეწოლა განახორციელოს, რათა უკრაინამ რუსეთს ყირიმი და დონბასი დაუთმოს. ეს მიდგომა კარდინალურად განსხვავდება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოლიტიკისგან, რომლის პრიორიტეტია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა რუსეთის სამხედრო აგრესიის მოგერიების მიზნით.
ტრამპს მიაჩნია, რომ რუსეთსა და უკრაინას საკუთარი სახის შენარჩუნება სურთ და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ეძებენ. ამასთანავე, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინის ზოგიერთ მოქალაქეს რუსეთის შემადგენლობაში ცხოვრება სურს.
ამავე გამოცემის ცნობით, ტრამპის პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი ამ პოზიციას არ იზიარებს და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებზე რუსეთის იურისდიქციის აღიარება პუტინის რეჟიმის გავლენის სფეროს გაფართოებას ნიშნავს.
ასე, მაგალითად, რესპუბლიკელ სენატორს ლინდსი გრემს მიაჩნია, რომ ომი მხოლოდ იმ შემთხვევაში დასრულდება, თუ უკრაინა ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდება, მაგრამ „ტრამპი ამაზე პრაქტიკულად არ საუბრობს“.