თეგებით ძიება
08. 04. 2024 სპორტი

„ნაპოლიმ“ კვარაცხელიას ტრანსფერზე გადაწყვეტილება მიიღო

უკვე დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატალონიის ბარსელონა დაინტერესებულია ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით.

ბოლო ინფორმაციით, კატალონიელებს კვარაცხელიას გარდა „ნაპოლის“ კიდევ ერთი მოთამაშის, სტანისლავბოტკას ყიდვა სურს.

თუმცა ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა შემოთავაზებაზე ბარსელონას უარი განუცხადა, რადგან მას სულ სხვა გეგმები აქვს.

დე ლაურენტისსა და კვარაცხელიას წარმომადგენლებს შორის, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში შედის, შესაბამისად, ქართველი კონტრაქტს გააფორმებს.

ხვიჩა კვარაცხელია, სავარაუდოდ, "ნაპოლიში“ დარჩება.

Gazzetta-ს ცნობით, კვარას ნაპოლიში კიდევ ერთი სეზონი დარჩენა სურს და მისი აგენტი კვარას აზრს იზიარებს.

კვარაცხელიას ანაზღაურება ახლანდელზე 3-ჯერ მეტი, 4 მილიონი ევრო იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა