"საშინელი ამბავი მაქვს" - აკა სინჯიკაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"საშინელი ამბავი მაქვს.ქუჩაში ნაპოვნი ქალი გარდაგვეცვალა. წესიერი და სიკეთით სავსე ადამიანი.სიცოცხლის ბოლო წლები ჯერ თავშესაფარში, შემდეგ ქუჩაში გაატარა. გული გვაქვს გამსკდარი მართლა რადგან სახლი არ აქვს, გადმოვასვენეთ მახათას აღმართზე, 55 ნომერში. დღეს და ხვალ პანაშვიდი გვექნება, ვისაც გინდოდეთ, მობრძანდით, აქ ვარ.
ზეგ დავკრძალავთ. ქალს დარჩა შშმ პირი შვილი, რომელიც ვერ ლაპარაკობს და დამოუკიდებლად ვერ მოძრაობს. მომეხმარეთ და დამაკრძალინეთ ეს ქალი ღირსეულად და მის შვილსაც, გაძლება და არსებობა უნდა", - წერს აკა სინჯიკაშვილი.