"60-ზე მეტ ქვეყანაში და 600-ზე მეტ ქალაქში ვარ ნამყოფი და ძალიან ბევრ რამეში ვჯობნით ევროპასაც და დანარჩენ მსოფლიოსაც…“- რას წერს ირაკლი ვადაჭკორია
ფოტოგრაფისა და ჟურნალისტის ბადრი ვადაჭკორიას ვაჟი, ირაკლი ვადაჭკორია არაერთ ქვეყანაში მოგზაურობს, და ამჯერად იგი სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც საკუთარი გამოცდილების შესახებ წერს - თუ რატომ ჯობია საქართველო დანარჩენ მსოფლიოს და ევროპას.
"ვეცდები მოკლედ დავწერო, ესე იგი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ხშირად მეფიქრება ჩვენ ქვეყანაზე და ხალხზე… მეგობრებმა კი იცით, რომ 60-ზე მეტ ქვეყანაში და 600-ზე მეტ ქალაქში ვარ ნამყოფი და შესაბამისად ამ მხრივ რაღაც გამოცდილებაც მაქვს. ხო და რისი თქმა მინდა ობიექტურად, ევროპის კონტინენტი რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს… ვხვდები რომ ნელ-ნელა შედარებებს ვაკეთებ საქართველოსთან, თუ რითი ჯობია ან არ ჯობია მას.
პარიზი (15ჯერ ვარ ნამყოფი და ნომერ პირველი ქალაქია) ბოლოს რომ ვიყავი იმდენი ვირთხა ვნახე ერთად “ნოტრ-დამის” წინ იმდენი ნაგავი რომ რა ვთქვა…
რომი - პირველად ვნახე 90-2000-იანების მერე მანქანის საჭეებზე სპეციალური ჩამკეტები (რომის ცენტრში). ბარსელონა - ყველგან გაფრთხილებენ, რომ ჩანთა, ტელეფონი და ასე შემდეგ მაგიდაზე არ დადოთ და სულ თან გქონდეთ, უფრო მეტიც აქტიურად იყენებენ მობილური ტელეფონის ხელზე მისაბმელ საშუალებებს.
ლონდონი - ბრიტანელი ან ინგლისელის შეხვედრა იშვიათობაა, თაგვებზე არაფერს ვამბობ… ჩემი ფავორიტი სკანდინავია,შვედეთი, კერძოდ სტოკჰოლმი - 5 ვარსკვლავიანი მაღალი კლასის, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრენდის სასტუმრო, აბაზანაში ჭერში ჩამონტაჟებული გათბობის სისტემა რომელიც “თაიმერით” ირთვებოდა და მხოლოდ 15 წუთით ათბობდა აბაზანას (ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით)… ხო და დავფიქრდი… ძალიან ბევრ რამეში ვჯობნით ევროპასაც და დანარჩენ მსოფლიოსაც… რაც უვიზო მიმოსვლა გვაქვს თავისუფლად ვმოგზაურობთ ევროპაში და დამეთანხმებით რასაც ვამბობ… უსაფრთხო, სუფთა, ულამაზესი და ძალიან მაგარი ქვეყანა გვაქვს… ორი სიტყვით ხალხზეც რომ ვთქვა! უნიკალური ერი ვართ, ჭირშიც და ლხინშიც ვერთიანდებით… 13 ივნისის ტრაგედია (წყალდიდობა) როგორ გაერთიანდა მთელი საქართველო ყოველგვარი წინაპირობის გარეშე და 26 მარტი, საქართველო-საბერძნეთი როგორ გაერთიანდა მთელი ერი ამ სიხარულის გარშემო… ხო და პირველ რიგში გვიყვარდეს საქართველო და გვიყვარდეს ერთმანეთი და მართლა ვერავინ მოგვერევა", - წერს ვადაჭკორია.