„ალტ-ინფოს“ პარტია გაუქმებულია
საჯარო რეესტრმა პარტია - „კონსერვატიული მოძრაობა“, რომელიც საზოგადოებაში „ალტ-ინფოს“ სახელით არის ცნობილი რეგისტრაცია გაუუქმა. გადაწყვეტილება დღევანდელი, 8 აპრილის თარიღით არის გამოცემული.
პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, საჯარო რეესტრმა კი გადაწყვეტილება ამ მიმართვის საფუძველზე მიიღო.
„შარი ვერაფერზე ვერ მოგვდეს დღეს როდესაც ცესკოს თავმჯდომარეს ხელი უნდა მოეწერა ჩვენი პარტიის არჩევნებში რეგისტრაციაზე მოგვივიდა მათგან ინფორმაცია. რომ საჯარო რეესტრამა პარტია გააუქმა“, - თქვა ზურა მახარაზემ „ალტ-ინფოს“ ეთერში .