ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი დასრულდა - მოსამართლე სათათბიროდ გავიდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიდისის საქმის განხილვა დასრულდა.
მოსამართლე ზვიად შარაძე სათათბიროდ გავიდა. განაჩენი დღეს არ იქნება და როგორც მოსამართლემ აღნიშნა, გადაწყვეტილებას „გონივრულ ვადაში” გამოაცხადებს.
ლაზარე დღევანდელ პროცესს დისტანციურად ჩაერთო.
მანამდე კი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართეს მხარეებმა.