6 წლის ბავშვმა ბაბუას პისტოლეტიდან გასროლით 5 წლის ძმა მოკლა - ტრაგედია აშშ-ში
აშშ-ში, მიჩიგანის შტატში მცხოვრებმა ექვსი წლის ბიჭმა უმცროსი ძმა საძინებელში ნაპოვნი პისტოლეტიდან შემთხვევითი გასროლით მოკლა. ამის შესახებ People წერს.
1 აპრილს მიჩგანის პოლიციაში სოფელი გარფილდიდან დარეკეს. აღელვებულმა მოქალაქემ მორიგეს აცნობა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ხუთი წლის ბავშვი დაიჭრა და სასწრაფო დახმარების ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
3 აპრილს, პოლიციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ბავშვებმა ბებია-ბაბუის საძინებელში დატენილი პისტოლეტი იპოვეს და ომობანას თამაში დაიწყეს. გასროლა მაშინ მოხდა, როცა იარაღი ექვსი წლის ბიჭს ხელში ეჭირა.