დედამიწას "ეშმაკის კომეტა" უახლოვდება
"ეშმაკის კომეტა" იშვიათი გალაქტიკური ფენომენია, რომელიც ევერესტის ზომისაა და მას ადამიანი 70 წელიწადში ერთხელ ხედავს. ახლა ეს კომეტა დედამიწისკენ მოისწრაფვის და ასტრონომების თქმით, შესაძლოა, მალე ის შეუიარაღებელი თვალითაც ვიხილოთ.
კომეტა 21 აპრილს მზესთან უახლოეს მანძილზე აღმოჩნდება, მაისში კი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მხედველობის არედან საერთოდ გაქრება. მოგვიანებით, ის დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროდან იქნება ხილული, საბოლოოდ კი 2095 წლამდე ისევ გაქრება და მისი დანახვა ადამიანებს 70 წელი ისევ აღარ შეეძლებათ.
კომეტა, რომელსაც ოფიციალურად ეწოდა კომეტა 12P/Pons-Brooks, ცნობილია როგორც “ეშმაკის კომეტა” ყინულისა და გაზის ორი “რქის” წარმოქმნისა და პერიოდული აფეთქებების გამო.