„მომხმარებელთა სასარგებლოდ დაკორექტირდა ზედმეტად ან უსაფუძვლოდ დარიცხული 217 ათასი ლარი“ - დეტალები
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა პარლამენტს 2023 წელს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
გასულ წელს, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა ენერგოკომპანიებში გააგზავნა 623 რეკომენდაცია, რომელთა საფუძველზე მომხმარებლებს დაუკორექტირდათ 177 ათას ლარამდე.
გარდა ამისა, დამატებით ენერგოომბუდსმენის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო 25 სადავო საქმეზე და მოქალაქეებს დაუკორექტირდათ თანხები ჯამში 40 ათას ლარამდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ენერგოომბუდსმენის სამსახურის დახმარებით მომხმარებელთა სასარგებლოდ დაკორექტირდა ზედმეტად ან უსაფუძვლოდ დარიცხული თანხა - ჯამში 217 ათას ლარამდე.