ახლა ეს გამოცემა "უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად" უნდა გამოცხადდეს? სამართლიანი იქნება? - მერაბ მეტრეველი
თუ ეს კანონი გავიდა, ყველა რეგიონულ მედიას ოფიცილურად დაერქმევა "უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი" ეს თქვენი აზრით, სამართლიანი იქნება? - ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ წერს:
რეგიონებში თითქმის ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალება ფუნქციონირებს გრანტების მეშვეობით. ასეა ეს შევარდნაძის ეპოქიდან მოყოლებული, რადგან მედიას საკუთარი შემოსავლებით არსებობა ამ ქვეყანაში დედაქალაქშიც უჭირს და რეგიონებში ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხდება.
ახლა, თუ ეს კანონი გავიდა, ყველა რეგონულ მედიას ოფიციალურად დაერქმევა "უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი"
ეს თქვენი აზრით, სამართლიანი იქნება?
"ქართული ოცნების" იმ მხარდამჭერებს მინდა გკითხოთ, ვინც მიშას დროს ოპოზიციაში იყავით, მაშინ თქვენს ქალქში არსებულ სიტუაციაზე სიმართლეს რომელი მედიიდან იგებდით? ან რამდენჯერ მიგიმართავთ დახმარებისთვის ამ მედიებისთვის და სწორედ მათი მეშვეობით მიგიწვდენიათ ხმა ხალხისთვის ? და დღეს მართლა გგონიათ, ჩვენს რეგიონებში არსებული დამოიკიდებელი ტელევიზიები და გაზეთები უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებენ, რადგამ უცხოური გრანტებით არსებობენ?
ეს ხალხი შევარდნაძის ეპოქიდან მოყოლობული დღემდე რეგიონებში ემსახურება თავისუფალ სიტყვას და არ აძლევს არცერთ ხელსიუფლებას საშუალებას მოატყუოს მოსახლეობა. ამის გამო ისინი არ უყვარდათ არც შრვარდნაძის ჩინოვნიკებს, არც სააკაშვილის ჩინოვნიკებს და, ბუნებრივია, არ უყვართ ბიძინას ჩინივნიკებს, რაც იმის მტკიცებაა, რომ ყოველთვის თავისუფალი სიტყვის მხარეს იდგნენ
გაგანია აბაშიძის რეჟიმის პირობებში ბათუმში რადმდნიმე ადამიანმა გამოვუშვით გაზეთ "ბათუმელების" პირველი ნომერი და იმის მერე ამ გამოცემას დღემდე არსებობა არ შეუწყვეტია (მე მხოლოდ ერთი წელი მომიწია იქ მუშოაბა). გამოიარა აბაშიძის რეჟიმი, სააკაშვილის რეჟიმი და არსებობს ბიძინას რეჟიმის პირობებშიც. ის კი არა გაიზარდა და დედაქალაქშიც დაარსეს ონლაინ გამოცემა "ნეტგაზეთი". როგორ გგონიათ, ეს მოხერხდებოდა უცხოური ფონდების ფინანსური მხარდაჭერის გარეშე? და ახლა ეს გამოცემა "უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად" უნდა გამოცხადდეს? ბათუმის მკვიდრებსაც მინდა გკითხოთ, ეს სამართლიანი იქნება? - წერს მერაბ მეტრეველი ფეისბუქში.