გამარჯვება მოითხოვს რაფაჰში შესვლას და იქ ტერორისტების ლიკვიდაციას. ეს აუცილებლად მოხდება - ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელის თავდაცვის ძალების რაფაჰში შესვლისთვის თარიღი დადგენილია, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი რაფაჰში სამხედრო ოპერაციის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევს, ამისთვის კი თარიღი დადგენილია, თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრს კონკრეტული დღე არ დაუსახელებია.
მისივე თქმით, კაიროში მოლაპარაკებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
„დღეს მივიღე დეტალური მოხსენება კაიროში მოლაპარაკებების შესახებ, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ჩვენი მიზნების მისაღწევად, უპირველეს ყოვლისა, ყველა ჩვენი მძევლის გათავისუფლებისა და „ჰამასზე“ სრული გამარჯვების მისაღწევად. ეს გამარჯვება მოითხოვს რაფაჰში შესვლას და იქ ტერორისტების ლიკვიდაციას. ეს აუცილებლად მოხდება, არის დადგენილი თარიღი“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.