მამაკაცი მეექვსე სართულის სიმაღლიდან გადავარდა და ცოცხალი გადარჩა (ვიდეო)
კვირას, 31 მარტს, სან-ფრანცისკოში, ოქროსკარიბჭეს ხიდთან ახლოს მდებარე პარკში ტურისტი კლდიდან გადავარდა და გადარჩენა შეძლო - ამის შესახებ BBC News წერს.
მამაკაცი 18,2 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რაც საცხოვრებელი სახლის დაახლოებით მე-6 სართულის სიმაღლეა, თუმცა კლდის ნაპირზე მოჭიდება მოასწრო და გადარჩა. დაკარგული ტურისტის შესახებ ტურისტული ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა პოლიციას აცნობეს. მაშველები ადგილზე ვერტმფრენით მიფრინდნენ და დაზარალებული ინფრაწითელი კამერის დახმარებით იპოვეს.
სპეციალური ტექნიკის დახმარებით მამაკაცი ვერტმფრენში აიყვანეს. სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ დიდი სიმაღლის მიუხედავად, ტურისტი მსუბუქი დაზიანებებით გადარჩა.
იხ. ვიდეო