ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მეოთხე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი ნახეს
29 წლის ნოდარ რუსაძე, რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა, ახალახანს გარდაცვლილი იპოვეს.
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი 5 აპრილს გაუჩინარდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში დაკარგულის ახლობლებმა გაავრცელეს.
მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციასაც მისი ახლობლები ავრცელებენ.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.