რა წერია დღიურში, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიის ყველაზე პატარა გმირის დედამ იპოვა
„ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, რომ საკუთარი კვალი არ დატოვოს“ - ეს ფრაზა 1989 წლის 9 აპრილს, ტრაგიკულად დაღუპული, ყველაზე პატარა გმირის, ეკა ბეჟანიშვილის დღიურიდანაა.
ფრაზა, რომელიც 16 წლის გოგონას წინასწარმეტყველებად ექცა და საკუთარი სახელი და გვარი მთელ საქართველოს დაამახსოვრა.
დღიური ეკას დედამ, ლალი ყანჩაველმა, შვილის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ, შემთხვევით იპოვა.
ლალი ყანჩაველი ამბობს, რომ მისი დღიურის შესახებ საუბარი არ უყვარს, რადგან ეკა ამ დღიურს საგულდაგულოდ მალავდა.