თეგებით ძიება

"ჩვენ ვიხსენებთ საქართველოს მთავრობის მიერ გასულ წელს აღებულ საჯარო ვალდებულებას მსგავსი კანონმდებლობის უპირობოდ გაწვევაზე” - პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სადაო კანონპროექტზე

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქართული ოცნების” მიერ ე.წ. "რუსული კანონის" ხელახლა ინიცირებაზე „ფორმულას” მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ შეშფოთებული არიან კანონპროექტის ხელახალი ინიციირებით.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ევროკავშირის განცხადებას, რომელიც მოუწოდებს საქართველოს, შეასრულოს თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის. ამ კონტექსტში, შეშფოთებული ვართ გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ხელახლა შემოტანით. ჩვენ ვიხსენებთ საქართველოს მთავრობის მიერ გასულ წელს აღებულ საჯარო ვალდებულებას მსგავსი კანონმდებლობის უპირობოდ გაწვევაზე”


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა