თეგებით ძიება

ოცნებამ უნდა მოუსმინოს ხალხს - 90%-ს სურს ევროკავშირში და არა პუტინის რუსეთში - ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი ამბობს, რომ ქართული ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებული რუსული კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან.

მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს ქართველებს, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ და არა - პუტინის რუსეთში.

"შემოთავაზებული უცხოური აგენტის კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან. დამოუკიდებელი + კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება ხალხის მტერი კი არ არის, არამედ ევროკავშირში გაწევრების პირობაა. „ქართულმა ოცნებამ” ხალხს უნდა მოუსმინოს: ქართველების 90%-ს სურს ევროკავშირში გაწევრება და არა პუტინის რუსეთში", - წერს მაიკლ როთი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა