თეგებით ძიება

15 აპრილს, სადაო კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, პარლამენტთან აქცია გაიმართება

მმართველი პარტიის მიერ პარლამენტის ბიუროზე, 8 აპრილს დარეგისტრირებული "უცხოური გავლენის გამჭირვალობის" შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა 15 აპრილს ჩატარდება. კანონპროექტს იურიდიულ კომიტეტზე განიხილავენ, რომლის პარალელურად პარლამენტის გარეთ ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება საპროტესტო აქციას გამართავს.

9 აპრილს რუსთაველის გამზირზე "თავისუფლების მარშის" სახელით უკვე გაიმართა დემონსტრაცია, რომელშიც ათასობით მოქალაქე მონაწილეობდა. მიუხედავად საზოგადოებისა და საქართველოს პარტნიორების მძაფრი რეაქციისა "ქართული ოცნება" კანონპროექტის მიღებას მაინც აპირებს. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება კი საპროტესტო გამოსვლებს აანონსებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა