თეგებით ძიება
10. 04. 2024 ვიდეო

"ძალიან გულწრფელი მინდა ვიყო..." - რა თქვა მამუკა მდინარაძემ გიორგი ქოჩორაშვილსა და მამამისზე? (ვიდეო)

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტთან დაკავშირებით გუშინ დედაქალაქში მარში გაიმართა. თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გამო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლი გიორგი ქოჩორაშვილი. მან "ინ­სტაგ­რა­მის" "სთო­რი­ში" აქ­ცი­ა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ამასთან, „ფეისბუქ“ პოსტი დაწერა გიორგი ქოჩორაშვილის მამამ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს გზა ევროპაშია.

"ქოჩორაშვილი ისეთი მაგარი კაცია, ისეთი პენალტი გაიტანა და ისეთებს გაიტანს კიდევ აწი, პოლიტიკაში აწი რაც არ უნდა გამაზოს, როგორც ჟარგონულად იტყვიან ხოლმე, მაინც გვეყვარება ყველა ქართველს და მაინც მაგარი კაცი იქნება.  რაც შეეხება მამამისს, თუ ეს ადამიანი გახარიას პარტიის წევრია, მეც ვეთანხმები, მაშინ ნაცმოძრაობაა კი. მაგრამ მამა, დედა, ბებია, ბაბუა, სადაც არ უნდა იყოს პარტიაში, კი არა თვითონ, ფეხბურთელიც კი რაღაც წარმოდგენის რომ იყოს პოლიტიკურის, ჩვენთვის მისაღების ან მიუღებლის, ნებისმიერ შემთხვევაში თითოეული მათგანის გულმხურვალე მხარდამჭერი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა