აშშ - ჩვენ იმის მტკიცებულება არ გვაქვს, რომ ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას უწევს
აშშ-ს იმის მტკიცებულება არ აქვს, რომ ჩინეთი რუსეთს პირდაპირ სამხედრო დახმარებას უწევს, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
„ჩვენ რაიმე სახის მტკიცებულებას ვერ ვხედავთ, რომ ისინი (ჩინეთი) რუსეთს პირდაპირ სამხედრო დახმარებას უწევენ“, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.
ამავდროულად, ჯეიკ სალივანმა აღნიშნა, რომ აშშ შეშფოთებულია იმის გამო, რომ ჩინეთი რუსეთს სამხედრო-სამრეწველო ბაზის გაძლიერებაში ეხმარება.