ფლორიდელმა ქალმა სახლში 2,5 მეტრიანი ალიგატორი აღმოაჩინა (ვიდეო)
ფლოროდის შტატის ქალაქ ვენისში მცხოვრებმა მერი ჰოლენბეკმა საკუთარ სახლში უზარმაზარი ალიგატორი აღმოაჩინა - ინფორმაციას Fox 13 News ავრცელებს.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მერი სამზარეულოში ყავის მოსადუღებლად შევიდა, როცა კაკუნისმაგვარი ხმები მოესმა და კარის გასაღებად გაემართა. ქალს თავზარი დაეცა, როდესაც მისაღებ ოთახში 2,5 მეტრიანი ალიგატორი დაინახა. სანამ შეშინებული ქალი ქვეწარმავალს უყურებდა, მან მისაღები ოთახიდან სამზარეულოში გადაინაცვლა.
აკანკალებულმა ქალმა ტელეფონი აიღო და სამაშველო სამსახურში დარეკა. მალე მერის სახლთან პოლიცია და ფლორიდის თევზისა და ველური ბუნების დაცვის კომისიის წარმომადგენლები მივიდნენ. მათ ალიგატორის დაჭერა და სახლიდან გამოყვანა შეძლეს, მოგვიანებით კი ქვეწარმავალი ალიგატორების ფერმაში გადაიყვანეს.
ქალის თქმით, ალიგატორი სახლში შესასვლელი კარიდან მოხვდა, რომელზეც მაგნიტური საკეტი ეყენა. ქვეწარმავალმა კარის გაღება მარტივად, მიწოლით შეძლო. მერის აზრით, ალიგატორი მასთან გზის მეორე მხარეს მდებარე ტბიდან მოხვდა.„ქუჩა გადაკვეთა და ჩემს სახლში შემოვიდა, მაგრამ უცნაურია, რომ ვერავინ შენიშნა“ - ამბობს ქალი.
ადრე Daily Mirror- ი წერდა ამერიკელ მამაკაცზე, რომელსაც წლების მანძილზე სახლში 340 კილოგრამიანი ალიგატორი ჰყავდა. მამაკაცის თქმით, ალიგატორს „კარგი ხასიათი“ ჰქონდა, ამიტომ შვილებს უფლებას აძლევდა, რომ აუზში მასთან ერთად ებანავათ.