თვითმფრინავის მგზავრს ტუალეტის კარი საავარიო გასასვლელში აერია - ნახეთ რა მოხდა ამის შემდეგ
ინდოეთის მოქალაქემ, რომელიც თვითმფრინავით პირველად მიფრინავდა, შეცდომით ტუალეტის კარის ნაცვლად, საავარო გასასვლელი გახსნა. ამის შესახებ The Express Tribune იტყობინება.
შემთხვევა GoAir-ის თვითმფრინავში მოხვდა, რომელიც ნიუ-დელიდან ჩრდილოეთ ინდოეთის ქალაქ პატნაში მიფრინავდა. შუა ფრენის დროს მამაკაცი ადგა და საავარიო გასახსნელს დაეჯაჯგურა. როცა ჰკითხეს რას აკეთებდა, მამაკაცმა უპასუხა, რომ ტუალეტში შესვლას ცდილობდა. სანამ უბედურება მოხდებოდა, თვითმფრინავის სხვა მგზავრებმა ბორტგამცილებელს დაუძახეს და ურჩი მგზავრი ერთოობლივი ძალებით გააჩერეს.
თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ავიაკომპანიის წარმომადგენელი იწრმუნება, რომ დანარჩენ მგზავრებს საფრთხე არ ემუქრებათ, რადგან ფრენის დროს თვითმფრინავის ძირითადი კარის დ საავარიო გასასვლელის გაღება შეუძლებელია.