"რატომ არის დეკლარაცია რუსული? დაანებეთ სპორტსმენებს თავი, ჩვენი საქმე სპორტი და საქართველოს სახელის გატანაა" - რამაზ ნოზაძე
ვეტერანი სპორტსმენი, რამაზ ნოზაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.
"ვინმემ ამიხსნას?! რატომ არის დეკლარაცია რუსული, მგონი პირიქით არის, გამჭვირვალობა არის ზუსტად ევროპული. დაანებეთ სპორტსმენებს თავი, რა რუსული კანონი, ჩვენი საქმე სპორტი და საქართველოს სახელის გატანაა!! კიდევ ერთხელ ვიმეორებ! სორტსმენი არის და იქნება საქართველოს შვილი და ჯარისკაცი", - წერს რამაზ ნოზაძე.