თეგებით ძიება
11. 04. 2024 მსოფლიო

"მოსწავლე აიძულა მკერდზე შეხებოდა" - 43 წლის ქალი 14 წლის ბიჭის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების გამო დააკავეს

რუ­სეთ­ში, 14 წლის ბი­ჭის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის­თვის სკო­ლის დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­კა­ვეს. 43 წლის ქალ­მა მოს­წავ­ლე აი­ძუ­ლა მკერ­დზე შე­ხე­ბო­და. პო­ლი­ცი­ამ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­ა­კა­ვა.

ქალ­მა მოს­წავ­ლე იმ სკო­ლა­ში გა­იც­ნო, სა­დაც მუ­შა­ობ­და. მა­ლე­ვე კი მას­თან ინ­ტი­მუ­რი ხა­სი­ა­თის მი­მო­წე­რა და­ი­წყო.

რო­გორც მო­ზარ­დმა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან გა­ნა­ცხა­და, ქალი სთხოვ­და მის­თვის ინ­ტი­მუ­რი ხა­სი­ა­თის ფო­ტო­ე­ბი გა­და­ეგ­ზავ­ნა, რა­ზეც მო­ზარ­დი უარს არ ეუბ­ნე­ბო­და. გარ­და ამი­სა, ქალი არას­რულ­წლო­ვან ბიჭს მე­გობ­რის ბი­ნა­ში შეხ­ვდა, სა­დაც სკო­ლის მოს­წავ­ლე აი­ძუ­ლა მკერ­დზე შე­ხე­ბო­და.

ბი­ჭი­სა და ზრდას­რუ­ლი ქა­ლის სა­ი­დუმ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, რაც სკო­ლის მოს­წავ­ლის დე­დამ შემ­თხვე­ვით შვი­ლის ინ­ტი­მუ­რი მი­მო­წე­რა წა­ი­კი­თხა. ქალ­მა ტე­ლე­ფონ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა ინ­ტი­მუ­რი ხა­სი­ა­თის ფო­ტო­ე­ბი, რა­საც ბიჭი ქალს უგ­ზავ­ნი­და. მოს­წავ­ლის დე­დამ დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელს პო­ლი­ცი­ა­ში უჩივ­ლა, რის შემ­დე­გაც ქალი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ა­კა­ვეს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა და ბი­ჭთან ინ­ტი­მუ­რი ხა­სი­ა­თის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ისა­უბ­რა. სკან­და­ლის შემ­დეგ თა­ნამ­შრო­მე­ლი სკო­ლი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ქალს პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა