თეგებით ძიება

„მინდა მივმართო „ოცნების“ ამომრჩეველს, მართალია, ძალიან მწირია, მაგრამ...“ - მაკა ჩიჩუა

„ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებული „უცხოური გავლების გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი კვლავ განხილვების მთავარ თემად რჩება.

„უცხოური გავლების გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა.

მან „ტვ პირველის“ ეთერში აღნიშნა, რომ „არ გამკვირვებია კანონის შემობრუნება“

„მე მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, მართალია, ძალიან მწირია, მაგრამ რისი თქმა მინდა…

ხომ ამბობს „ქართული ოცნება“, რომ „ჩვენ ევროპისკენ მივდივართ, ჩვენ გვინდა ევროატლანტიკურ ალიანსში გაერთიანება, ეს არის ჩვენი გზა და რატომ გვაბრალებთ, ეს კანონი ევროპულია და არა რუსული“ და ა.შ… აი, ნახეთ, როგორი რამეა: როგორც კი რუსეთის დაკვეთას და იქიდან გადმოგდებულ რაღაცას აიტაცებს ჩვენი ხელისუფლება, იქიდან მომენტალურად ტაშია.

ახლა რანაირად უნდა ვირწმუნო?

ყოველ პუნქტში, რასაც ნაბიჯს დგამენ, ყველაფერი არის საწინააღმდეგო…“, – აღნიშნა მაკა ჩიჩუა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა