თეგებით ძიება
11. 04. 2024 მსოფლიო

გარდაუვალი დარტყმა ისრაელზე? - რისთვის ემზადება ირანი, რას აცხადებენ აშშ-ისა და ისრაელის დაზვერვაში? მსოფლიო მორიგი კონფლიქტის ზღვარზე

"შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და მის მო­კავ­ში­რე­ებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ირა­ნის ან მისი მა­რი­ო­ნე­ტე­ბის მიერ ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო და სამ­თავ­რო­ბო ობი­ექ­ტებ­ზე სა­რა­კე­ტო ან დრო­ნე­ბით დარ­ტყმე­ბი გარ­და­უ­ვა­ლია", - ინ­ფორ­მა­ცი­ას Bloomberg-ი ამე­რი­კი­სა და ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მათი თქმით, პო­ტენ­ცი­უ­რი თავ­დას­ხმა, ზუს­ტი მარ­თვა­დი რა­კე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, შე­იძ­ლე­ბა, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

სა­ა­გენ­ტოს ერთ-ერ­თმა წყა­რომ გა­ნუ­ცხა­და, რომ ამე­რი­კის და ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვის შე­ფა­სე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საქ­მე უფრო ეხე­ბა იმას, თუ რო­დის მოხ­დე­ბა თავ­დას­ხმა, ვიდ­რე იმას, მოხ­დე­ბა თუ არა ეს თავ­დას­ხმა.

Bloomberg-ი წერს, რომ და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის, კერ­ძოდ, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დაზ­ვერ­ვის მო­ნა­ცე­მე­ბით, ირა­ნი­სა და მისი მა­რი­ო­ნე­ტე­ბის თავ­დას­ხმა შე­საძ­ლოა სუ­ლაც არ მოხ­დეს ის­რა­ე­ლის ჩრდი­ლო­ე­თი­დან, სა­დაც ლი­ბან­ში "ჰეზ­ბო­ლა“ მოქ­მე­დებს.

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ის­რა­ე­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ეთან­ხმე­ბი­ან მო­კავ­ში­რე­ე­ბის მო­საზ­რე­ბებს და სა­ჯა­როდ და­ე­მუქრნენ ირანს, რომ თუ ის ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ას და­არ­ტყამს, ირან­ზე სა­პა­სუ­ხო დარ­ტყმას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ.

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის ფონ­ზე აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი აცხა­დებს, რომ ირა­ნის­გან ის­რა­ელ­ზე პო­ტენ­ცი­უ­რი დარ­ტყმის შემ­თხვე­ვა­ში, ის­რა­ელს ექ­ნე­ბა ამე­რი­კის "რკი­ნის მხარ­და­ჭე­რა".

"ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რათა და­ვიც­ვათ ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა", - აცხა­დებს ბა­ი­დე­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, 1-ელ აპ­რილს ირა­ნის სა­კონ­სუ­ლოს შე­ნო­ბა­ზე თავ­დას­ხმის შე­დე­გად 13 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის ირა­ნე­ლი სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რე­ბი. მი­იჩ­ნე­ვენ, რომ თავ­დას­ხმის უკან ის­რა­ე­ლი დგას, თუმ­ცა მას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ აუ­ღია. ირა­ნის უზე­ნა­ეს­მა ლი­დერ­მა, აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნე­იმ გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ ის­რა­ე­ლის მიერ და­მას­კო­ში, ირა­ნის სა­კონ­სუ­ლო­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა ირან­ზე თავ­დას­ხმის ტოლ­ფა­სია. „ბო­რო­ტი რე­ჟი­მი უნდა და­ი­სა­ჯოს და და­ის­ჯე­ბა კი­დეც“, - აღ­ნიშ­ნა აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნე­იმ.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, ჯო ბა­ი­დე­ნი ის­რა­ელს, ირა­ნის მხრი­დან თავ­დას­ხმის ში­შის ფონ­ზე, მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რას ჰპირ­დე­ბა.

„ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რათა და­ვიც­ვათ ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა. რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნე­თა­ნი­აჰუს ვუ­თხა­რი, ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მართ ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ირა­ნი­სა და მისი მა­რი­ო­ნე­ტე­ბის მხრი­დან საფრ­თხის ფონ­ზე, რკი­ნი­სებ­რია – ნება მო­მე­ცით კი­დევ ერთხელ ვთქვა, რკი­ნი­სებ­რი“, - აღ­ნიშ­ნა ბა­ი­დენ­მა.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა