თეგებით ძიება
11. 04. 2024 ვიდეო

"მაგისთვის სიკვდილი ბაირამობაა, წამებით უნდა ამოხდეს სული" - რა ხდება ამ წუთებში ბათუმში (ვიდეო)

შუახევის მუნიციპალიტეტში ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის ნათესავები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან იკრიბებიან, სადაც საპროტესტო აქციას გეგმავენ.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, მთავარი მოთხოვნაა, რომ დაკავებული უმკაცრესად დაისაჯოს.

„მოტყუებით წაიყვანა ტყეში და აწამა. სასამართლოს იმედი გვაქვს, რომ ჭეშმარიტ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აცხადებენ მოკლული ქალის ახლობლები.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ შუახევის მინიციპალიტეტში ქმარმა ცოლს ყელი გამოჭრა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ქმარმა კი ინცინდენტის შემდეგ, სხეულზე დაზიანებები მიიყენა. იგი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს 16:30 წუთზე გაიმართება. საქმეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა