თეგებით ძიება

"საქართველოს 105 988 ევროს გადახდა მოუწია - ლევან მურუსიძის განხილულ ხუთ საქმეზე ადამიანის უფლებების დარღვევა დადგინდა" - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლოს“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის მიერ გან­ხი­ლულ, სულ ცოტა, ხუთ საქ­მე­ზე ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა დად­გინ­და.

რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ხუთი საქ­მი­დან, სამ საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლომ დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა, ხოლო ორ საქ­მე­ზე სა­ხელ­მწი­ფომ თა­ვად აღი­ა­რა დარ­ღვე­ვა.

"ამ საქ­მე­ე­ბის გამო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ, ჯამ­ში, 105 988 ევ­როს გა­დახ­და მო­უ­წია. ევ­რო­კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ის თა­ნახ­მად, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე, რო­გორც იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რი, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის შე­მოწ­მე­ბის მე­ქა­ნიზმს უნდა და­ექ­ვემ­დე­ბა­როს, რა­საც ის, სა­სა­მარ­თლო კლა­ნის სხვა წევ­რებ­თან და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა