თეგებით ძიება

საყოველთაო ნათლობასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საყოველთაო ნათლობასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

„იწყება სამოცდამეცხრე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა.

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 2024 წლის 15 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:

მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;

შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები;

მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით;

ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით.

საკონტაქტო ტელეფონები:

593 900 810;558 651 159;593 464 571“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა