16 აპრილს ხელისუფლება სადაო კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებისთვის ემზადება, საზოგადოება კი მასშტაბური პროტესტისთვის
როგორც პარლამენტის ვებგვერდზეა მოცემული, 15 აპრილს "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" სადაო კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა იგეგმება, ხოლო მეორე დღეს - 16 აპრილს პირველი მოსმენით კენჭისყრა. "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერს. ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და სტუდენტები 15 აპრილიდან აპირებენ პარლამენტთან გააპროტესტონ კანონპროექტი, რომელიც მათი აზრით რუსული კანონის ანალოგია და ავტორიტარიზმის გამყარებას ისახავს მიზნად. კანონპროექტთან დაკავშირებით მძაფრი რეაქციები გამოხატეს საერთაშორისო საზოგადოებიდან, ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან იყო მკაცრი გაფრთხილებებიც.